ვანთის საჯარო სკოლაში „თავისუფალი გაკვეთილები“ წარმატებით მიმდინარეობს
22-11-2017
ვანთის საჯარო სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს „თავისუფალი გაკვეთილები“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მაია კირვალიძის ხელძღვანელობით. 

მოსწავლეები ეცნობიან რევაზ ინანიშვილის შემოქმედებას, კითხულობენ მოთხრობებს, მართავენ დისკუსიას და მოთხრობების მიხედვით ილუსტრაციებს ხატავენ.

„თავისუფალი გაკვეთილები“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტია, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203