დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის დღის ცენტრი შშმპ მხარდასაჭერი კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო
22-11-2017
დაბა კაზრეთის კულტურის სახლში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა. 

ღონისძიებას ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვები“, ასოციაცია „ანიკა“ და კაზრეთის N1 საჯარო სკოლის დღის ცენტრის ხელმძღვანელობდა.

მაყურებლებით სავსე დარბაზი ოვაციებით ხვდებოდა ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ გამოსვლას და შშმ პირების მხარდასაჭერ გზავნილებს. ღონისძიებას შშმ პირები, მოსწავლეები, მშობლები და თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ინკლუზია გვაერთიანებს, რომ ყველა ადამიანი ერთნაირია,“ - აღნიშნეს მაყურებლებმა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203