ვიდეოთვალთვალისას სკოლა ვალდებულია... - 607 საჯარო სკოლის 549 ათასი მოსწავლის კანონდარღვევა გამოვლინდა
01-04-2021

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 15 პირს - 20 სამართალდარღვევისთვის; სანქციის სახით 10 პირის მიმართ გამოყენებულია გაფრთხილება, ხოლო 5 პირის მიმართ - ჯარიმა, - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც არასრულწლოვნების მიმართ გამოვლენილ რიგ დარღვევებს მოიცავს.

საქმე ისაა, რომ 2020 წელს სრულად ამოქმედდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომელიც ბავშვის პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიებს ითვალისწინებს. კოდექსით სრულად აიკრძალა ბავშვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტის ან ჩანაწერის გასაჯაროება, მაგრამ „სამწუხაროდ, სოციალური ქსელების გამოყენება ქმნის კიბერბულინგის საფრთხეს, რომლის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ინტერნეტმომხმარებელი აღმოჩნდეს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე მომზადდა რეკომენდაცია 2020 წელს  პოპულარული აპლიკაციის „TIK TOK“-ისა და მასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, თუმცა ყურადსაღებია ფაქტი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა ბაზაში აღრიცხული ინფორმაცია 607 საჯარო სკოლის 549 000 მოსწავლის მხრიდან კანონდარღვევის ან/და სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე - ცივი იარაღის, ხელკეტის ან მომწამლავი ნივთიერების ქონა და ა.შ.

ასევე შეისწავლეს საჯარო და კერძო სკოლების მიერ მოსწავლეთა პირადი საქმეების დამუშავებისა და ბაღების/სკოლების შენობებში მიმდინარე ვიდეოთვალთვალის კანონიერება.

კანონმდებლობით, ნებადართულ სივრცეებში (მაგ.: სკოლის შესასვლელი, დერეფნები და სხვა) ვიდეოთვალთვალისას დაწესებულება ვალდებულია, თვალსაჩინო ადგილას განათავსოს გამაფრთხილებელი ნიშანი, - „სკოლის მოსწავლეს, მასწავლებელს ან მშობელს, რომლებიც იმყოფებიან სკოლის ეზოში, დერეფანსა თუ სხვა სივრცეში, უფლება აქვთ, იცოდნენ ვიდეოთვალთვალის შესახებ, რათა თვითონ გადაწყვიტონ, მოექცნენ თუ არა ვიდეომონიტორინგის ქვეშ“.

იხილეთ სრული ანგარიში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203