მასწავლებელთა გამოცდაზე 28 700-ზე მეტი აპლიკანტი, ეროვნულ გამოცდებზე კი 38 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
01-04-2021
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 38 300ზე მეტმა აბიტურიენტმა, მასწავლებელთა გამოცდაზე კი 28 700-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ, შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. 

„აბიტურიენტთა რაოდენობა თითქმის იგივეა, რაც წინა წელს იყო, შარშან 39 აბიტურიენტი გვყავდა. მასწავლებლის გამოცდაზე 28 700-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული, აქედან 18 ათასზე მეტი მასწავლებლის პროფესიის მსურველია, რაც წინა წლებთან შედარებით 6 ათასით მეტია. ამასთან, დარეგისტრირებულთა შორის 1800-ზე მეტი სპეცმასწავლებელია, ხოლო 8700-ზე მეტი პრაქტიკოსი პედაგოგია, რომელთა დიდი ნაწილი გასული წლის 30 აპრილისთვის იყო დარეგისტრირებული“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

უფრო კონკრეტულად, რეგისტრირებულ კანდიდატთა პირველადი მონაცემები ასეთია: 

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 300 - ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა;

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700 - ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის  12 800 - ზე მეტი  მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა - ამ ჩამონათვალში არიან ის პრაქტიკოსი პედაგოგებიც, რომლებიც  2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე. 

რაც შეეხება, ერთიან ეროვნულ გამოცდებს, აბიტურიენტთა რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. მას შემდეგ, რაც რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა, ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, თუმცა საგნის შეცვლას ან დამატებას, ასევე გამოცდის ენის შეცვლას აბიტურიენტები რეგისტრაციის მეორე ეტაპზე  - 15 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებენ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლითაა შესაძლებელი. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება. 

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველ მარტს დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ:  

რა ბედი ელით აპლიკანტებს, რომელთაც გამოცდის პერიოდში კორონავირუსი ექნებათ და იცვლება თუ არა საგამოცდოდ რეგულაციები - სოფიო გორგოძე

როდის შეძლებთ საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას და როდის გახდება ცნობილი გამოცდების განრიგი
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203