ქსნის საჯარო სკოლაში „თავისუფალი გაკვეთილი“ ტოლერანტობის თემას მიეძღვნა
22-11-2017

ქსნის საჯარო სკოლაში „თავისუფალი გაკვეთილების“ ფარგლებში, ევროპული ღირებულებების შესახებ ისაუბრეს. გაკვეთილზე მოსწავლეებმა ტოლერანტობის შესახებ არსებული ცოდნა გაიღრმავეს. მასწავლებელმა თამარ კასრაძემ მოსწავლეთა ყურადღება გაამახვილა ბავშვების თვალით დანახულ მრავალფეროვნებაზე. 

გაკვეთილზე აჩვენეს ვიდეო-რგოლი ,,მეგობრები“, რომელშიც ასახულია სხვადასხვა სარწმუნოების მოსწავლეთა მეგობრობის შესახებ. ბავშვებმა ვიდე-რგოლში ჭამოჭრილი თემების შესახებ იმსჯელეს, გაიაზრეს და ჩამოაყალიბეს ტოლერანტული და არატოლერანტური ქცევები.

როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, მათთვის ამ თემის განხილვა საინტერესო აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203