როდის შეძლებთ საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას და როდის გახდება ცნობილი გამოცდების განრიგი
აპლიკანტებს გამოცდების განრიგი გამოცდის დაწყებამდე 2 კვირით ადრე ეცოდინებათ და საგამოცდო ბარათების ამობეჭდვასაც შეძლებენ, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა.„რეგისტრაციის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, როცა საგამოცდო საგნები არჩეული ექნებათ აბიტურიენტებს, დავიწყებთ მათ გადანაწილებას და ყველა იმ სამუშაოს, რომელსაც ყოველწლიურად ვახორციელებთ. ამაზეა დამოკიდებული, როგორ განისაზღვრება საგამოცდო თარიღები. აბიტურიენტებს გამოცდის დაწყებამდე 10 დღით, ორი კვირით ადრე შეეძლებათ უკვე საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
ასევე დაგაინტერესებთ: რა ბედი ელით აპლიკანტებს, რომელთაც გამოცდის პერიოდში კორონავირუსი ექნებათ და იცვლება თუ არა საგამოცდოდ რეგულაციები - სოფიო გორგოძემასწავლებელთა გამოცდაზე 28 700-ზე მეტი აპლიკანტი, ეროვნულ გამოცდებზე კი 38 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა