„ვმუშაობთ, მოგვწონს და მივესალმებით“ - რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
01-04-2021
როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:

მანანა მანუკიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ჩანახჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენს სკოლაში უკვე დანერგილია ელექტრონული ჟურნალი და იმ პედაგოგების დახმარებით, ვინც კარგად იცოდა მისი გამოყენება, ჩვენც ადვილად ავუღეთ ალღო. ძალიან მოგვწონს და მივესალმებით ამ სიახლეს.

ფარმან გურბანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამიაგეორარხის საჯარო სკოლის დირექტორი:

- უკვე თვეებია ვიყენებთ ელექტრონულ ჟურნალს და მის წარმოებასთან დაკავშირებით არანაირი სირთულე არ გაგვაჩნია პირიქით, ძალიან მოგვწონს და მიგვაჩნია რმ ისი გამოყენება ძალიან კომფორტულია.

ვუსალ ბაირამოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ჯანდარის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ვმუშაობთ, მოგვწონს და მივესალმებით ამ სიახლეს - ელექტრონული ჟურნალის გამოყენება, ჩვენს თანამედროვეობაში მეტად კომფორტულია.

ხაიალე შარაევა, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ბაიდარის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ერთადერთი პრობლემა, რაც ელექტრონული ჟურნალის წარომებისას გვაქვს უხარისხო ინტერნეტკავშირია - ერთ ოთახში, მორიგეობით შევსება გვიწევს, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის; თავად პლატფორმას კი მალევე ავუღეთ ალღო და წარმოების ფორმაც მისაღებია.

რუსტამ ნაჰატაკიანი, ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენს სკოლაში მატერიალური და ელექტრონული ჟურნალი ერთად გვაქვს, ორივეს ვიყენებთ, თუმცა ელექტრონული რესურსით დიდად კმაყოფილი არ ვარ, რადგან გარკვეული ხარვეზები გააჩნია, თუმდაც ის, რომ საშუალო ქულა უფრო დაბალი გამოყავს. გასაგებია, რომ გაისად ელექტრონული ჟურნალი უნდა გვქონდეს, მაგრამ მე თუ მკითხავთ, მატერიალური ჟურნალი მირჩევნია.

ტირუნ მელიქიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ვარევანის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონული ჟურნალი მოგვწონს, თუმცა არის გარკვეული ხარვეზები... იმედია ყველაფერი გამოსწორდება და ცოტა ხანში სრულად გადავალთ ელექტრონული რესურსის გამოყენებაზე.

შაქრო ხაჩატურიანი, წალკის მუნიციპალიტეტის, ჩივთქილისის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ძალიან მოგვწონს ელექტრონული ჟურნალის გამოყენება და კარგა ხანია ჩვენს სკოლაში ეს ელექტრონული რესურსი დანერგილია. შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ პედაგოგებმაც მარტივად გაართვეს თავი და სიახლე უდავოდ მოგვწონს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203