ტაბახმელის საჯარო სკოლაში ჩატარებული ღონისძიების მიზანი შემოდგომისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვნების ჩვენება იყო
22-11-2017

ტაბახმელის საჯარო სკოლაში ღონისძიება „შემოდგომის გაცილება" ჩატარდა. 

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ბუნებაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ და წელიწადის ამ დროისთვის (შემოდგომა) დამახასიათებელი მრავალფეროვნების, სიუხვის ჩვენება.

ღონისძიებისთვის მოსწავლეებმა და მოსწავლეთა მშობლებმა სუფრა გააწყვეს. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სუფრას მრავალფეროვანი ხილი და VII-IX კლასის მოსწავლეების მიერ დიდი ზომის ფორმატებზე შესრულებული შემოდგომის სურათები ამშვენებდა: 

„სკოლის მოსწავლეებმა წაკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, წარმოადგინეს დადგმები და ბოლოს ამოავლეს ჩურჩხელები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები. ღონისძიების ავტორები იყვნენ მანარ კოჩალიძე და ნათია საგინაძე.“ 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203