საქართველოში სკოლებისა და ბაღების ნაწილი დაიხურა
02-04-2021

კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, 15 აპრილის ჩათვლით გურიაში სკოლები და ბაღები დაიხურა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„კოვიდდადებითი პაციენტების გახშირებული შემთხვევების გამო,სასწავლო პროცესი, 2 კვირის ვადით, სკოლებში შეჩერდება და დისტანციურ რეჟიმზე გადავა:

ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში: საჯარო სკოლებსა და ბაღებში;

ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში: საჯარო სკოლებსა და ბაღებში;

ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო სკოლებსა და ბაღებში;

სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყება.

ასევე დაიხურა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, როგორც სკოლა, ისე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203