„თანამედროვე სიახლეებს მივესალმებით“ - რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
02-04-2021
როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ: 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადინ ისმაილოვი:

- თავიდან იყო გარვეული დისკომფორტი, მაგრამ ახლა დალაგდა ყველაფერი. მოგვწონს და თანამედროვე სიახლეებს მივესალმებით.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლის დირექტორი მგერ ტოროსიანი:

- ელექტრონულ ჟურნალში ვმუშოაბთ. ზოგჯერ არის, რა თქმა უნდა, ინეტრნეტის ხარვეზები, მაგრამ ისე ვეჩვევით.

- მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლის დირექტორი შირხან დუნიამალიევი:

- დისტანციური სწავლების დროს ვიყენებდით და იქ ვაფასებდით მოსწავლეებს. ახლა ისევ მატერიალურ ჟურნალს ვიყენებთ. ორივეს დადებითად ვაფასებ.

გარდაბნის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიათ მეხრაბოვი:

- როგორ აგიხსნათ, არის გარკვეული დისკომფორტი, მით უმეტეს, საშუალო ქულის გამოყვანის დროს. რადგან წესია ასეთი, უნდა ვიმუშაოთ ელექტრონულ ჟურნალზე. ჯერჯერობით გვაქვს ორივე ჟურნალი და ორივეში ვმუშაობთ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ანზორ მიქელაძე:

- ვმუშაობთ, ვეჩვევით. რა თქმა უნდა, არის რაღაც ხარვეზები, თუმცაღა ვფიქრობთ, ყველაფერი გამოსწორებადია. არის შრომატევადი, მაგრამ ვითვისებთ და ვმუშაობთ.

- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლის დირექტორი არტურ ბალასანიანი:

- გადავედით ელექტრონული ჟურნალის მოხმარებაზე. არანაირი პრობლემები არ გვქონია, ყველა პედაგოგი მუშაობს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის დირექტორი მანია პოღოსიანი:

- პირველი სემესტრიდან ვმუშაობთ. არის რაღაც ხარვეზები, ინტერნეტიც თუ სუსტია, მაგრამ ისე გართულებები არ გვაქვს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203