კიდევ ერთი საჯარო სკოლა ​და ოთხი საბავშვო ბაღი კორონავირუსის გამო დაიხურა
05-04-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში კორონავირუსის გამო შეწყდა.

კორონავირუსი სკოლის თანამშრომელს დაუდასტურდა და სკოლა ორი კვირის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს სწავლას. ასევე, რეგიონში ოთხი საბავშვო ბაღი კორონავირუსის გამო დროებით დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს ინფორმაციით 2 აპრილის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის გამო ონლაინ სწავლებაზე 54 სკოლა და 121 კლასია გადასული.

იხილეთ ასევე: რა უნდა გავაკეთოთ, რომ მეორე სემესტრში სწავლა სკოლის შენობაში დასრულდეს - მინისტრის მოადგილის მოწოდება სასკოლო საზოგადოებას

კორონავირუსის გავრცელება მასწავლებლებსა და მოსწავლეებში - განათლების მინისტრის მოადგილე კოვიდსტატისტიკაზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203