ერთხელ ნიუ-იორკის მეტროში მგზავრობის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა ჩარლი ჩაპლინმა ჯიბეში ოქროს საათი აღმოაჩინა...
16-04-2018
ერთხელ ნიუ-იორკის მეტროში მგზავრობის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა ჩარლი ჩაპლინმა ჯიბეში ოქროს საათი აღმოაჩინა. რადგან ვერაფრით გაიგო, საიდან მოხვდა ეს ძვირფასი ნივთი მასთან, გადაწყვიტა საათის პოლიციაში ჩაბარება. ასეც მოიქცა.
მეორე დღეს ანონიმური წერილი მიიღო: „ძვირფასო მისტერ ჩაპლინ, გწერთ პროფესიონალი ჯიბის ქურდი. გუშინ მეტროში ვიღაცას ჯიბიდან ამოვუღე შესანიშნავი ოქროს საათი, შემდეგ თქვენ დაგინახეთ და საათი ჯიბეში ჩაგიდეთ. იმიტომ, რომ თქვენთვის საჩუქრის გაკეთება გადავწყვიტე.“
პოლიციამ დიდხანს ეძება საათის პატრონი და რადგან ვერ იპოვა, ჩარლი ჩაპლინს დაუბრუნა. ამ ამბავმა გაზეთებში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
ცოტა ხნის შემდეგ ჩარლიმ კიდევ ერთი ანონიმური წერილი მიიღო: „ძვირფასო მისტერ ჩაპლინ, ერთი წლის წინ მე ვიმგზავრე მეტროთი და მომპარეს ოქროს საათი. ამის გამო ძლიერ ვინერვიულე, მაგრამ ახლა, როცა წავიკითხე, რომ ჯიბის ქურდმა ის თქვენ გაჩუქათ, მინდა, რომ საათი თქვენთან დარჩეს. და რადგან მეც თქვენი ტალანტის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, წერილთან ერთად მაგ საათისთვის გიგზავნით ოქროს ძეწკვს.“