ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტური 9 აპრილს დაიწყება - იხილეთ მე-2 ტურის აპელაციის შედეგები
05-04-2021
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის აპელაციის შედეგები და მესამე ტურის განრიგი გამოაქვეყნა.

2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 9 აპრილს მათემატიკისა და ფრანგული ენის ტესტირებით დაიწყება და 12 აპრილს ბიოლოგიის ტესტირებით დასრულდება.
 
 დეტალური განრიგი:
 
9 აპრილი:
I სესია -  მათემატიკა;
I სესია - ფრანგული ენა;
 
II სესია - ინგლისური ენა;
                 
10 აპრილი:
I სესია - ფიზიკა;
I სესია - ქიმია;
I სესია - ისტორია;
 
II სესია - რუსული ენა;
 
 
11  აპრილი:
I სესია - ქართული ენა და ლიტერატურა;
I სესია - ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის;
 
II სესია - გერმანული ენა;
II სესია - გეოგრაფია;
 
 
12 აპრილი:
I სესია  - ბიოლოგია.
 
ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში; მისამართი: ე. მინდელის N9.
 
I სესიაზე  რეგისტრაცია იწყება 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00 საათზე, II სესიაზე რეგისტრაცია - 14:30 საათზე, ტესტირება კი 15:00 საათზე დაიწყება. დაგვიანების შემთხვევაში მოსწავლე ტესტირებაზე აღარ დაიშვება.  რეგისტრაციის დროს მან უნდა წარადგინოს სკოლის მიერ გაცემული მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია. 

2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდა ის მოსწავლე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.  
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203