დაიხურება თუ არა სკოლები 15 აპრილიდან - გავრცელებულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ეხმაურება
08-04-2021

„15 აპრილიდან სკოლები იხურება, პანდემიის გამო, ისევ დისტანციურ სწავლებაზე გადავდივართ“, - ბოლო დღეებში ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური სტრუქტურები საკითხზე დუმილს ამჯობინებენ.

სამაგიეროდ, სხვადასხვა მედიასაშუალებიდან უკვე გვესმის, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად მოიმატა და აქედან გამომდინარე, ეჭვი სკოლების დახურვის შესახებ, ლოგიკასმოკლებული სულაც არ გახლავთ.

რატომ ვრცელდება მსგავსი ინფორმაცია და რამდენად შეესაბამება ის სიმართლეს - Etaloni.ge-მ საკითხის გარკვევა განათლების სამინისტროში სცადა, სადაც გვიპასუხეს, რომ სკოლების დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უწყებათაშორისი საბჭო, რომლის შესახებაც მაშინვე ხდება ცნობილი. ამჟამად კი, სკოლების დახურვის გადაწყვეტილება არავის მიუღია და შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203