ენიჭება თუ არა აბიტურიენტს პრიორიტეტი იმ პროგრამაზე, რომელიც პირველ ადგილზე უწერია?
10-04-2021

თუ აბიტურიენტი პირველ ნომრად უთითებს პროგრამას და სხვა მეორე ნომრად, არის თუ არა ის უკეთეს მდგომარეობაში, მასთან მიმართებით? - აღნიშნულ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია პასუხობს.

„ეს ასე არ არის, რადგან გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია ის საკონკურსო ქულა, რომელსაც აბიტურიენტი მიიღებს შედეგების საფუძველზე. ვისაც მეორე ნომრად აქვს მონიშნული ეს პროგრამა და მას უფრო მაღალი საკონკურსო ქულა ექნება, რა თქმა უნდა ჩაირიცხება ის აბიტურიენტი, თუ პირველ არჩეულ პროგრამაზე არ ჩაირიცხა“, - განაცხადა მაია გაბუნიამ.

აღნიშნულ საკითხზე განმარტების ნახვა აბიტურიენტებს ცნობარშიც შეუძლიათ - იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს აქვს თქვენზე მაღალი ქულები, მაგრამ არ ეყო პირველ და მეორე ადგილზე ჩასარიცხად, სისტემა პირველ რიგში განიხილავს მაღალქულიანი აბიტურიენტის ჩარიცხვის საკითხს მესამე არჩევანზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული პროგრამა თქვენ რეიტინგულ სიაში პირველ ადგილას გქონდათ მითითებული. გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილეს ქულა ეყოფა პირველ არჩევანზე ჩასარიცხად, მომდევნო არჩევანზე მისი ჩარიცხვა აღარ განიხილება.

იხილეთ ასევე: 100 კითხვა და პასუხი ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203