ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის გადადგომას მოითხოვენ
06-04-2021

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის, დავით გურგენიძის გადადგომას ითხოვენ. სტუდენტების ნაწილმა აღნიშნული მოთხოვნით უნივერსიტეტის წინ აქცია გამართა.

როგორც სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, დავით გურგენიძე რამდენჯერმე არის ნასამართლევი. მათი ინფორმაციით, რუსეთის ციხეში სასჯელს ის წელიწადი და 2 თვე იხდიდა.

„ჩვენი პროტესტის მთავარი მიზანი არის, გადადგეს გურგენიძე, რადგან ის არის სამჯერ ნასამართლევი. ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, რომელშიც წერია, რომ გურგენიძე დაკავებული იყო რუსეთში და მისჯილი ჰქონდა 6 წელი, თუმცა მას გადაუკვალიფიცირეს მუხლი და 2 წელი მიესაჯა. ერთი წელი და 2 თვე მოსკოვში ციხეში იჯდა და შემდგომ ექსტრადირდა საქართველოში, სწორედ აქ ქრება კვალი.

მან ძალიან ბევრ რაღაცაში მოიტყუა. გურგენიძე ასევე დაკავებული იყო მოტაცების მცდელობის და თაღლითობის გამო. ჩვენ ბუნებრივია გვაქვს კითხვა, რატომ უნდა იყოს ასეთი ადამიანი რექტორი?!

დღეს, ვაპირებთ აქციის შემდგომ ტექნიკურ უნივერისტეტში შევიტანოთ განცხადება და ერთი კვირის ვადაში შეგვხვდეს აკადემიური საბჭო“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203