''მე მტკივა აფხაზეთი'' - საჩინოს N1 სკოლამ ისტორიულ-ლიტერატურული კომპოზიცია სოხუმის დაცემის დღეს მიუძღვნა
საჩინოს N1 სკოლამ სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით, ისტორიის მასწავლებელმა ფიქრია კვირიკაძემ, მე-9 კლასელთა მონაწილეობით ჩაატარა ისტორიულ-ლიტერატურული კომპოზიცია: ,,მე მტკივა აფხაზეთი".
ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, გაიხსენეს ომის დეტალები და იმედი გამოთქვეს, რომ აფხაზეთი ისევ გახდება საქართველოს ნაწილი.
ღონისძიებას სკოლა ყოველ წელს, 27 სექტემბერს, ატარებს.