„სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია“- ზირაქი ჯანელიძე, ინაშაურის საჯარო სკოლის დირექტორი
06-04-2021
რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე, მისი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რას ეტყოდა კოლეგებს - ამ საკითხებზე etaloni.ge ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლის დირექტორის ზირაქი ჯანელიძის მოსაზრებას გთავაზობთ.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- საზოგადოების აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში და აუცილებელია იყოს მეტი ჩართულობა.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- ჩემმა პედაგოგებმა სკოლაში ადვილად აითვისეს ელექტრონული ჟურნალის წარმოება და მივესალმებით. კარგი გამოსავალია, ამ ეპიდვითარებისა და დისტანციური სწავლებისასაც. რაც მეტი კონტროლი იქნება უკეთესია. ორივე ჟურნალი საჭიროა მაგრამ ამ სიტუაციაში ელექტრონული უკეთესია.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ?

- ყველა დირექტორი ერთნაირად ვართ სკოლის მართვაში ჩართულნი, გვიწევს რეგულაციების, რეკომენდაციებისა და წესების დაცვა. ჩემგან დარიგება მათ არ სჭირდებათ, იციან როგორ მართონ სკოლა როგორც საჭიროა ისე. ვუსურვებ მათ ბევრ წარმატებასა და ჯანმრთელობას!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203