დაიხურება თუ არა სკოლები და ბაღები? - პედაგოგთა აცრის დაწყებაზე, განმარტება მინისტრის მოადგილემ გააკეთა
06-04-2021

განიხილება თუ არა ბაღებისა და სკოლების დაკეტვა ან პედაგოგთა ვაქცინაციის დაწყება? - აღნიშნული კითხვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას ბრიფინგზე დაუსვეს.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ბაღების და სკოლების დახურვაზე გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია.

„ბაღების და სკოლების რისკი მაღალია ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში, თუმცა მათი დახურვის გადაწყვეტილება არის ძალიან რთული და თუ უკიდურესი აუცილებლობა არ იქნება ბაღებში და სკოლებში სასწავლო პროცესი გაგრძელდება აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე.

რაც შეეხება ვაქცინაციას პროგრამა დაგვეხმარება უფრო მოგვიანებით ეტაპზე. ვაქცინაციის საბჭო ხვალ არის დაგეგმილი რომელიც კიდევ ერთხელ გადახედავს იმ ეტაპობრიობას და სტრატეგიას რომელსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ და შესაძლოა დამატებით განისაზღვროს ჯგუფები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 897 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 284 958-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელი არის ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.94%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.32 %.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203