გორელოვკის N3, ნინოწმინდის N4, სპასოვკის N1 და ორლოვკის საჯარო სკოლებმა პროექტი ერთობლივად განახორციელეს
24-11-2017

გორელოვკის N3, ნინოწმინდის N4, სპასოვკის N1 და ორლოვკის საჯარო სკოლების ზუსტ და საბუნებისმეტყველო კათედრების ურთიერთთანამშრომლობით ნოემბრის თვეში განხორციელდა პროექტი სახელწოდებით - „ექსპერიმენტორიუმის შემეცნებითი ლაბორატორიის დათვალიერება, ექსპერიმენტების ჩატარება.“

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას, ბიოლოგიური პროცესების მარტივად გაგება-გააზრების ხელშეწყობას ექსპერიმენტების ჩატარების გზით.

30-მა მოსწავლემ დაათვალიერა ექსპერიმენტორიუმის ბიოლოგიური მუზეუმი, თავად ჩაატარეს ცდები ფიზიკასა და ქიმიაში, გიდებისაგან კი მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, პროექტის დასკვნით ეტაპზე, მოსწავლეებმა წარადგინეს ფოტოალბომი, კედლის გაზეთი და თავიანთი შთაბეჭდილები, რომლებიც სავსე იყო ემოციებითა და მადლიერებით პროექტის ხელმძღვანელებისადმი.

იხილეთ ფოტოებზე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203