- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?
- საზოგადოების ჩართულობა სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში რასაკვირველია უნდა იყოს.
- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?
- ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ შემდგომ აითვისეს და ძალიან კარგია ონლაინ სწავლებისას.
- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?
- რა თქმა უნდა, იმედი იქონიონ, რომ ბოლოს და ბოლოს დასრულდება ეს პანდემია. დირექტორები უნდა დავუდგეთ ყველას მხარში, რომ დავამარცხოთ ეს გამოწვევა. პირველ ყოვლისა, ჩვენ უნდა გამოვთქვათ მზაობა რომ მომზადებულები შევხვდეთ რომ გადავიტანთ ყველაფერს.
- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?
- პროფესიის არჩევისას უნდა გაითვალისწინონ რა მიმართულება აინტერესებთ. ფინანსურ მხარეს კი არ უნდა მიაქციონ ყურადღება, არამედ განხრას რომელიც უყვართ, რისი შესაძლებლობაც აქვს. მომწონდა პედაგოგის პროფესია ჩემი მასწავლებლებიდან გამომდინარე და იმიტომ ავირჩიე. ასე უნდა გაითვალისწინოს ყველა აბიტურიენტმა. დარჩენილი დრო წიგნებთან მჭიდრო ურთიერთობით გამოიყენონ. ინტერნეტიც კარგია და უამრავი მასალაა, მაგრამ წიგნთან ურთიერთობა უკეთესია.
- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?
- აუცილებელია უნივერსიტეტში ჩარიცხვისას გათვალისწინებული იყოს სკოლის ნიშნები და მასწავლებელთა რეკომენდაციები. ცოდნა რაც სკოლაში აქვს მოსწავლეს იმის მიხედვით უნდა მოხდეს მისი სწავლის გაგრძელება შემდგომ საფეხურზე. არაკვალიფიციური კადრებიდან მოდის მთელი რიგი პრობლემებისა, ამიტომ განათლების ხარისხი უნდა იყოს მაღალი სკოლაში.