სოფელ რიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მწვანე ნარგავები, სკოლის ეზოში გამოყოფილ ნაკვეთში დარგეს
13-10-2016
სოფელ რიონის საჯარო სკოლამ სასკოლო პროექტის ფარგლებში, ,,გავამწვანოთ გარემო”, სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და ნარგავები დარგეს. 

"ბუნების მოვლა და დაცვა ჩვენი მოვალეობაა, ამას შთაგვაგონებს ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი უწმინდესი და უნეტარესი ილია–მეორე, რომელიც გვეუბნება. ,,ყოველი ადამიანის მოვალეობაა წელიწადში თორმეტი ხე დარგოს”. - აღნიშნავენ სკოლის მე–9 და მე–10 კლასის მოსწავლეები, რომლებიც სამოქალაქო განათლების პროგრამა, ,,მომავლის თაობაში”, არიან ჩართულები. 

მწვანე ნარგავები სკოლის ეზოში გამოყოფილ ნაკვეთში დარგეს. სკოლის ადმინისტრაციამ კი მოსწავლეები საჭირო იარაღებით მოამარაგა.

სკოლის მიზანია აქცია არ იყოს ერთჯერადი და ყოველწლიურად განახორციელოს სკოლის ეზოს გამწვანება. 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203