„შემოდგომავ, ნახვამდის!“ - გორელოვკის N3 საჯარო სკოლის ღონისძიებას თოვლის მოსვლამ ემოციური ელფერი შესძინა
25-11-2017
„შემოდგომავ, ნახვამდის!“ - ხალისიანი და ფერადი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში. უფრო ფერადი და ბარაქიანი მერმისის იმედით დაემშვიდობნენ I და III კლასის მოსწავლეები 2017 წლის შემოდგომას. 

პედაგოგების, ლიკა კოვზირიძისა და თეონა ჯუღელის ხელმძღვანელობით, ბავშვებმა დიდი ენთუზიაზმით მოამზადეს ლექსები, სიმღერები და ცეკვები. ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა ერთმა ფაქტმა - სწორედ ამ დღეს სოფელი თეთრად შეიმოსა, თოვლმა ნამდვილი ჯავახური ზამთრის მოახლოება ამცნო ხალხს. 

სკოლის დირექტორმა ეკატერინა სუდაძემ და მოსწავლეთა მშობლებმა მადლობა გადაუხადეს პედაგოგებსა და მოსწავლეებს და ამგავრი ღონისძიებების ხშირად ჩატარების სურვილი გამოთქვეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203