„ჯერჯერობით ვეცნობით სიახლეს“- რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
07-04-2021
როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:

ხაზეინ მუსაევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, კიროვკის საჯარო სკოლის დირექტორი:  

- ელექტრონულ ჟურნალზე ჯერ არ გადავსულვართ, ჯერჯერობით ვეცნობით სიახლეს და მალე დავნერგავთ; მანამდე კი მატერიალურ ჟურნალს ვაწარმოებთ და ახალი სასწავლო წლიდან, სრულად გადავალთ ელექტრონული ჟურნალის წარმოებაზე, როგორც ყველა სკოლა. ასე რომ, ინიციატივა მომწონს და მივესალმები.

მასიმ აივაზოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენს სკოლაში ელექტრონულ ჟურნალს უკვე ვიყენებთ და ძალიან მოგვწონს; ზოგადად, მიმაჩნია, რომ სასკოლო საზოგადოებამ სიახლეებს ფეხი უნდა აუწყოს და მივესალმებით, ელექტრონული ჟურნალის დანერგვას სკოლებში.

აიათ გოიუშოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, კაჩაგანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჯერჯერობით, მატერიალურ  ჟურნალში ვმუშაობთ და ამიტომ, გარკვეული შეფასებების გაკეთება გამიჭირდება... თუმცა ვფიქრობ, რომ პედაგოგიური საზოგადოება ყოველთვის მზად უნდა იყოს სიახლეებისთვის და ჩვენც, რა თქმა უნდა,  დავნერგავთ ელექტრონულ ჟურნალს.

მაჰარამ ხალილოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ახლოლალოს საჯარო სკოლის დირექტორი:

 - ელექტრონულ ჟურნალში უკვე ვმუშაობთ და ძალიან მოგვწონს; არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, მასწავლებლებმაც იოლად აუღეს ალღო და ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ელექტრონული რესურსის საბოლოოდ დანერგვას მივესალმებით.

ბაირამ ახმედოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, შულავერის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონულ ჟურნალზე ჯერ არ გადავსულვართ, თუმცა 2021-2022 სასწავლო წლიდან დავნერგავთ და გარკვეული შეფასებების გაკეთება მას შემდეგ შეგვეძლება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203