შოთა რუსთაველის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, ასპინძის საჯარო სკოლაში პროექტი ჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ ჩატარდა
24-11-2017
შოთა რუსთაველის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, ასპინძის საჯარო სკოლის IV კლასში (დამრიგებელი ლალი პაპიტაშვილი) პროექტი ჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა პოემიდან ეპიზოდები წაიკითხეს. მასწავლებელმა „ვეფხისტყაოსნის“ მნიშვნელობასა და უნიკალურობაზე გაამახვილა ყურადღება და ბავშვებს პოემის ეპიზოდების შინაარსი გააცნო მათთვის გასაგები ენით. პრეზენტაციებით მოსწავლეებმა შოთა რუთაველის მოღვაწეობის ისტორიული გარემო გააცოცხლეს. მათთვის ძალიან სასიამოვნო იყო კიდევ ერთხელ იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ ეს გენიალური პოეტი მესხეთიდან იყო.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსანის“ სხვადასხვა ილუსტრირებული გამოცემა დაათვარიელეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203