მარგო ბალასანიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, მიასნიკიანის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ძალიან მომწონს ელექტრონული ჟურნალი, სკოლაში უკვე დავნერგეთ და თუ რომელიმე პედაგოგს კითხვები უჩნდება, რა თქმა უნდა, ვეხმარებით. ვემხრობით, საბოლოოდ ელექტრონული ჟურნალის სკოლებში დამკვიდრებას.
ვარდევან მარგარიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, მურჯახეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ ელექტრონულ ჟურნალში - სექტემბრიდან და არანაირი სირთულე არ გვქონია; პედაგოგებმა მარტივად აუღეს ალღო ელექტრონულ პლატფორმაზე მუშაობას და მშობლებიც თვალ-ყურს ადევნებენ შვილების სასკოლო ცხოვრებას, ასე რომ, ელექტრონული ჟურნალის გამოყენება ძალიან კომფორტულია.
რუბენ საჰაკიან, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, როდიონოვკას საჯარო სკოლის დირექტორი:
- ძალიან მომწონს ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა, თუმცა მატერიალურსაც ვაწარმოებთ და მიმაჩნია, რომ ზედმეტია ძველი ჟურნალი; ელექტრონული რესურსი მოიცავს ყველა კომპონენტს, ავტომატურად ანგარიშდება საშუალო ქულები და ვფიქრობ, რომ ეს შეფასება ძალიან ობიექტური იქნება; ასევე მომწონს განმავითარებელი შეფასების დანერგვა, ყველა მივეჩვიეთ ელექტრონულ ჟურნალში მუშაობას და მივესალმებით მის საბოლოოდ დანერგვას სკოლებში.
საბინა მამედოვა, მარნეულის მუნიციპალიტეტის, საბირქენდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
- ონლაინ-სწავლების დროს ვაწარმოებდით ელექტრონულ ჟურნალს, ახლა მატერიალურს ვაწარმოებთ, რადგან სოფელში ცოტა ჭირს ხარისხიანი ინტერნეტკავშირი; ასევე მიმდინარეობს სკოლის, სხვა შენობაში ვართ, სადაც არასაკმარისია კომპიუტერული ტექნიკა და ამიტომ ვფიქრობ, ელექტრონული ჟურნალის წარმოებაზე სრულად გადასვლა გაგვიჭირდება.
ზაირა არაკელიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბოზალის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ელექტრონული ჟურნალი პირველივე სემესტრიდან დავნერგეთ სკოლაში და ძალიან მოგვწონს. მართალია, თავიდან იყო გარკვეული ტექნიკური ხარვეზები, თუმცა დარწმუნებული ვარ, ნელ-ნელა გამოსწორდება; გვაქვს გარკვეული კითხვებიც - მაგალითად, როგორ ხდება რაღაცების შესწორება, თუმცა ჯამში, ძალიან მოგვწონს, რადგან მისი წარმოება ბევრად კომფორტულია, გაწერილია შემაჯამებლებიც და ვფიქრობ, თანდათანობით ყველა ხარვეზი აღმოიფხვრება.