გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ
27-11-2017
ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავი საგურამოში აღინიშნა. ღონისძიებაში მონაწილე ხუთ სკოლას შორის ერთ-ერთი გალავნის საჯარო სკოლა იყო.  

ღონისძიების პროგრამით გათვალისწინებული იყო ხუთი თემა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებიდან. მოსწავლეებმა წარმოადგინეს სლოგანი „ილია - ჩვენი თანამედროვე“ და თემა „ილია და ბანაკი“, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. 

გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგი ნინო კვანჭიანი ხელმძღვანელობდა.

ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203