სენაკის N1 საჯარო სკოლაში ეკოტურისტული მარშრუტის დაგეგმვის შესახებ იმსჯელეს
27-11-2017
სენაკის N1 საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა თემაზე - ეკოტურისტული მარშრუტის დაგეგმვა.

მასწავლებელმა მამუკა კუჭავა გაკვეთილის დასაწყისში საშინაო დავალება გამოიკითხა, წინა გაკვეთილზე მოსწავლეებს ჯგუფების მიხედვით ტურისტული მომსახურების შესაბამისი კითხვარები დაურიგდათ და ამ კითხვარების გამოყენებით დასახლებულ პუნქტში უნდა ჩაატარებინათ აღნიშნული ობიექტების გამოკითხვა.

მასწავლებელმა მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია ეკოტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირებისა და დაგეგმვის შესახებ; მამუკა კუჭავამ მოსწავლეებს დაურიგა ეკოტურისტული მარშრუტების ამობეჭდილი ნიმუშები, გააცნო და შემდეგ კლასი დაჰყო მცირე ჯგუფებად და კლასში გასაკეთებელი დავალება მისცა:

• მოსწავლეებს უნდა შექმნათ რომელიმე კონკრეტული გეოგრაფიული არეალის (სოფელი, ხეობა და ა.შ.) მცირე ტურისტული გზამკვლევი, სავარაუდო ეკოტურისტული მარშრუტით, რაშიც შეძლებისდაგვარად გამოიყენებდნენ მარშრუტში შემავალი ტურისტული ღირსშესანიშნაობების ნახატებს, ფოტოებს, რუკებსა და ტექსტურ მასალას;

• ჯგუფებმა ნამუშევრების პრეზენტაცია გააკეთეს;

• მასწავლებელმა განიხილა მოსწავლეთა პრეზენტაციები და გაკვეთილი შეაჯამა.

გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ნინო გოგელიძე და რესურსცენტრის თანამშრომელი ლაშა გრიგოლია.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203