როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ საკითხებზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითის საჯარო სკოლის დირექტორის ვაჟა ქათამაძის მოსაზრებას გთავაზობთ.
- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა ?
- მე თუ მკითხავთ, ეს გამოიწვევს სწავლის ხარისხის დაწევას. გამოცდები აუცილებელია, რადგან გამოცდები რომ არ იყოს მოსწავლე საერთოდ არ მოემზადება. აბიტურიენტი გამოცდებისთვის დამატებით სწავლობს და ცოდნას მობილიზებას უკეთებს.
- რას ურჩევდით აბიტურიენტებს ? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად ?
- აბიტურიენტებმა ბევრი უნდა ისწავლონ, იშრომონ და იკითხონ. რაც უყვართ და გულის საწადელი აქვთ ის აირჩიონ მომავალ პროფესიად. ყველა პროფესია არის სავალდებულო და აუცილებელი. ვისაც რა მოსწონს ის უნდა აირჩიონ, სხვისი რჩევების გარეშე.
- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?
- ელექტრონული ჟურნალის სავალდებულო დანერგვას ვემხრობი, ცუდი არ არის. ჩემი პედაგოგები არ საჭიროებენ დახმარებას, რადგან საპილოტე იყო ჩემი სკოლა სამი წლის წინ და ელექტრონული ჟურნალი ვაწარმოეთ და მიჩვეულნი არიან.
- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ?
- დირექტორებს ვურჩევდი ბევრი ვიმუშაოთ, ვისწავლოთ, ჩვენც ვსწავლობთ ყოველდღიურად, ვვითარდებით და ამიტომ საჭიროა სიახლეების მიმღებლობა.