„აბიტურიენტებს ვურჩევდი, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება, რაც უნდათ ის აირჩიონ“ - უჩხითის საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ ნინიძე
08-04-2021
როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge  ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითის საჯარო სკოლის დირექტორის გულნაზ ნინიძის მოსაზრებებს გთავაზობთ: 

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- ამ საკითხზე ადრეც დავფიქრებულვარ და მიმაჩნია რომ ეს გაზრდის სკოლის როლს. სკოლას მიეცემა სტატუსი, ახლა უგულებელყოფილია სკოლა, რადგან ეროვნული გამოცდები ტარდება, მოსწავლეები ემზადებიან დამოუკიდებლად. გადაწყვეტილებას მშობლები იღებენ ბავშვი სკოლაში გაუშვას თუ რეპეტიტორთან, ეს ძირითადად ქალაქის სკოლებში ხდება. ჩემს სკოლაში ეს პრობლემა ნაკლებადაა. მივესალმები ამ ინიციატივას თუ დაინერგება ეს პრაქტიკა.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- აბიტურიერტებს ვურჩევდი, რომ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება, რაც თვითონ უნდათ ის აირჩიონ. არავითარი მშობლის ზეგავლენით არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. არასდროს კარგი სპეციალისტი არ დადგება თუ ის არ უყვარს ბავშვს. გამოცდებამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენონ და მოემზადონ იმ საგნებში რა მიმართულებასაც ირჩევენ. 

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში.

- მომწონს ელექტრონული ჟურნალი, იქიდან გამომდინარე რომ ზოგიერთი მასწავლებელი აკეთებდა შემდეგ ჩასწორებას ნიშნებში და ამის პრობლემა მოიხსნება. ძალიან გაგვიჭირდა თავიდან დისტანციურ რეჟიმში მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპზე მივაღწიეთ უკვე რომ ყველა პედაგოგი დამოუკიდებლად მუშაობს ელექტრონულ ჟურნალში. 

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- ძალიან გამიჭირდა საწყის ეტაპზე ონლაინ სწავლებაზე გადასვლა, ასე გაუჭირდა ყველას. ჩვენ დირექტორები ერთობლივად ვმუშაობდით რაიონში, საკითხი არ გადაგვიწყვეტია რომ ერთმანეთს არ დავხმარებოდით. ერთმანეთის რჩევებს მაქსიმალურად ვითვალისწინებდით, ამაში ზოგჯერ მასწავლებელთა სახლიც გვყავდა ჩართული და კომპეტენტური პირები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203