როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლის დიერქტორის იზოლდა ჯაფარიძის მოსაზრებებს გთავაზობთ:
- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?
- მე პირადად გამოცდებს უფრო ვემხრობი. ქართველების ხასიათს თუ გავითვალისწინებთ ობიექტურობა ნაკლებად იქნება.
- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?
- აბიტურიენტებმა პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციონ შესაძლებლობებს და სურვილებს განვითარების მხრივ. ბევრი მხატვრული ლიტერატურა იკითხონ გამოცდებამდე.
- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში.
- კარგი იქნება ელექტრონული ჟურნალი მე მომწონს. ჩემი პედაგოგები არ საჭიროებენ დახმარებას, ყველა მუშაობს სექტემბრიდან.
- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?
სკოლის დირექტორმა ყოველთვის უნდა იზრუნოს სკოლაზე მარტო პანდემიის დროს არა, როცა სწავლება საკლასო ოთახში ხდება მაშინაც დიდი პასუხისმგებლობაა. პანდემიის პერიოდში ვუსურვებ თუ ონლაინ სწავლებაზე გადავლენ მოიკრიბონ მხნეობა და გამძლეობა ქონდეთ.