„ეს ის 2 დღე იყო, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება“ - ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ კუხალაშვილი
27-11-2017

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე კახეთში იმყოფებოდნენ.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მათ დაათვალიერეს ალავერდი, სვეტიცხოველი, ბოდბე, ძველი და ახალი შუამთა, იყალთო, გრემი, ილია ჭავჭვაძის სახლ-მუზეუმი, ილიას ტბა, წინანდალი, სიღნაღი:

„ექსკურსიით ყველა კმაყოფილი დარჩა. მოსწავლეებმა ნატვრის ხეს სურვილების ასრულება სთხოვეს.“    

XI კლასის მოსწავლე მარიამ კუხალაშვილის თქმით, მას ეს ექსკურსია სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება:

„მე ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი ვნახე. ყოველი წამი, წუთი, საათი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ეს ის 2 დღე იყო, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება. ზოგისთვის უბრალოდ 2 დღე, ჩემთვის კი-ბედნიერების 2 დღე.“   

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203