ათზე მეტი საჯარო სკოლა დაიხურა და კიდევ უფრო მეტი კლასი დისტანციურ სწავლებაზეა - კოვიდფაქტების მზარდი მონაცემები
09-04-2021
კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად იზრდება, იმ სკოლებისა და კლასების რაოდენობა, რომლებიც კორონავირუსის გამო დასწრებით სწავლას ეთიშებიან და დისტანციურ მოდელზე გადადიან.

ბოლო ინფორმაციით, დისტანციურ სწავლებაზე რუსთავის N23 საჯარო სკოლის ერთ-ერთი კლასი და სოფელ ლეღვას საჯარო სკოლა გადავიდა. 


არსებული ინფორმაციით, რუსთავის საჯარო სკოლაში კორონავირუსი მე-7 კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა, ხოლო ლეღვას საჯარო სკოლაში ათამდე მოსწავლესა და რამდენიმე მასწავლებელს. 

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში კორონავირუსის გამო ათზე მეტი საჯარო სკოლა დაიხურა და კიდევ უფრო მეტი კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, სკოლების სრულად ონლაინ სწავლებაზე გადასვლა არ იგეგმება. გეტყვით იმასაც, რომ სამინისტროს  მიერ 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ონლაინ სწავლებაზე 52 სკოლა და 121 კლასი იყო გადასული.

ამასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე აღნიშნავს, რომ უწყება მაქსიმალურს აკეთებს სკოლებში ვისრუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 2020-2021 წლის მეორე სემესტრის დასრულება სკოლის შენობაში, ბუნებრივ გარემოში შეძლონ.

იხილეთ ასევე: დახურული 9 საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღები - ინფიცირებულების მატება და საყურადღებო ვითარება აჭარაში

რეპეტიტორის კლასტერი, რომელთანაც 4 სხვადასხვა სკოლის მოსწავლე ემზადება - რას მოუწოდებს პედაგოგებს ხაშურის რესურსცენტრის უფროსი?

კიდევ ერთი საჯარო სკოლა ​და ოთხი საბავშვო ბაღი კორონავირუსის გამო დაიხურა


კორონავირუსის გავრცელება მასწავლებლებსა და მოსწავლეებში - განათლების მინისტრის მოადგილე კოვიდსტატისტიკაზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203