„არა ძალადობას!“- ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ
27-11-2017
ლაჯანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღნიშნა.

სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაიღეს ვიდეო „არა ძალადობას!“ ამ ვიდეოთი მოსწავლეებმა ყველა ტიპის ძალადობას უთხრეს უარი. როგორც მათ აღნიშნეს, ძალადობა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. 

„ძალადობა ჯერ კიდევ პრობლემაა როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში. 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ლაჯანის სკოლა ორიგინალური ვიდეოთი გამოეხმაურა ამ დღეს. ჩვენ არამხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობას ვუთხარით უარი, არამედ აბსოლუტურად ყველა ტიპის ძალადობა დავგმეთ,“ - აღნიშნეს სამოქალაქო კლუბის წევრებმა.

იხილეთ ლაჯანის მოსწავლეების ვიდეო - „არა ძალადობას“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203