პედაგოგებს კომპეტენციის დადასტურებას კანონი ავალდებულებს, ამისთვის კი მათ საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდა უნდა ჩააბარონ. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებლებს სტატუსი ტესტის გავლის გარეშე ენიჭება.
„განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება მიენიჭოს სქემის მე-5 და მე-17 მუხლებით განსაზღვრული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ერთ-ერთი სტატუსი“, - ოფიციალურ დოკუმენტში ასეა გაწერილი და თუ პედაგოგი ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ასახავს ელექტრონულ სისტემაში.
„განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის“, სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესსა და პირობებს კი შეიმუშავებს და ამტკიცებს კომისია, რომელიც იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და შესაბამისად, სტატუსის მინიჭებაც ხდება მინისტრის ინდივიდუალური ბრძანების საფუძველზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
კომისია, რომლის გადაწყვეტილებით მასწავლებელს სტატუსს მინისტრი უმაღლებს - რატომ არ საჯაროვდება წევრების ნაწილის ვინაობა