„ელექტრონული ჟურნალის გამოყენებას სჭირდება გამართული ინტერნეტი და კომპიუტერები“ - ხიხანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან გაბაიძე
09-04-2021
ელექტრობული ჟურნალი კარგია, მაგრამ მის გამოსაყენებლად გამართული ინტერნეტი და ტექნიკაა საჭირო - ასეთია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლის დირექტორის ამირან გაბაიძის მოსაზრება.
„ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით ჩემი პირადი მოსაზრება არის ასეთი: სჭირდება გამართული ინტერნეტი და კომპიუტერები. ერთი ძველი კომპიუტერით ძალიან ძნელი იქნება მუშაობა. პედაგოგებს უწევთ ნაწილობრივ სახლიდან კეთება, ვისაც სახლში აქვს კომპიუტერი ან ტელეფონი, ეს ერთგვარ დისკომფორტს ქმნის, ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ სავალდებულოა ელექტრონული ჟურნალის გამოყენება, მაშინ იქნება კარგი, რომ ტექნიკური პრობლემები მოგვარდეს“, - აღნიშნავს ამირან გაბაიძე.