დამატებითი არდადეგები საჯარო სკოლებსა და ბაღებში - 30 აპრილიდან 13 მაისამდე საქართველოში სწავლა შეწყდება
09-04-2021
4 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით პერიოდი უქმე დღეებად ცხადდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლა შეწყდება და დამატებით არდადეგები გამოცხადდება.
იქიდან გამომდინარე, რომ სააღდგომოდ, დასვენების დღეები 30 აპრილიდან იწყება, ხოლო 12 მაისიც დასვენების დღეა, სკოლები სწავლას 30 აპრილს შეწყვეტენ და 13 მაისს განაახლებენ.
4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების გადაწყვეტილება, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭომ სხდომაზე განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება.