ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ჩატარებული პროექტ-გაკვეთილი ორიგინალურობითა და კრეატიულობით გამოირჩეოდა
28-11-2017
ახალციხის №5 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის პროექტ-გაკვეთილი X კლასში თემაზე - "მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა" ჩატარდა. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, გაკვეთილის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის, რომ ბავშვებს გაუჩნდეთ მეტი ინტერესი მათემატიკური დავალებების მიმართ, განუვითარდეთ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები და განახორციელონ საინტერესო კვლევები. 

პროექტის ფარგლებში ბავშვებმა ჩაატარეს გამოკითხვა მოსახლეობაში სხვადასხვა თემაზე, გააკეთეს მათი სტატისტიკური ანალიზი, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თავად მოსწავლეებისთვისაც, ჩატარდა ვიქტორინა დამსწრე მასწავლებლებს შორის, რაც უშუალოდ ეხებოდა ღონისძიების თემატიკას, გაკვეთილის მსვლელობისას ეკრანზე პარალელურად  გადიოდა სლაიდები, რომლიც ამარტივებდა თემატიკის აღქმას. 

გაკვეთილი გამოირჩეოდა ორიგინალურობითა და კრეატიულობით, ბავშვებმა სიმბოლურად აღნიშნეს მათემატიკური გამოსახულებები მაისურებზე, რაც აგრეთვე მრავლფეროვნებას მატებდა პროექტ-გაკვეთილს.

გაკვეთილი ჯილდა დონაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა და ესწრებოდნენ დირექცია და პედაგოგები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს პროექტ-გაკვეთილი და მასწავლებელს და მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს!

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203