ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მოწყობილ აქციაში სენაკის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი და მოხალისე მოსწავლეები ჩაერთნენ
28-11-2017

სენაკის ცენტრალურ პარკში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია მოეწყო. 

აქცია ფონდი „სოხუმის“ სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. 

აქციაში აქტიურად ჩაერთო სენაკის N1 საჯარო სკოლის მოხალისე მოსწავლეები და მასწავლებელი მამუკა კუჭავა.

მათ მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს და ამ დღის მნიშვნელობის შესახებ გაესაუბრნენ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203