ვახტანგისის N1 საჯარო სკოლაში ჩატარებული ზეიმის დასრულების შემდეგ ოვაციები არ წყდებოდა
28-11-2017
ვახტანგისის N1 საჯარო სკოლაში შემოდგომის ზეიმი ჩატარდა. 

შემოდგომისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მე-6, მე-9, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიება მასწავლებლების ხატია მჟავანაძის, ნათია კიბაბიძისა და ნატალია ირემაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ღონისძიება ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა:

„ღონისძიება ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა. ზეიმის დასრულების შემდეგ მაყურებლის ოვაციები არ წყდებოდა. ღონისძიებას მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.“

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203