შაბათს სწავლა ან დამატებით გაკვეთილები - გაიზრდება თუ არა მასწავლებლების ხელფასი და რა რეკომენდაციებზე მუშაობს განათლების სამინისტრო
17-04-2021

საქართველოს მთავრობის მიერ 4-დან 11 მაისის ჩათვლით გამოცხადებულმა უქმე დღეებმა სასკოლო საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა - ავტომატურად ეჭვქვეშ დადგა ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულება და როგორც გავარკვიეთ, სასწავლო პროცესის წარმატებით დასაძლევად, საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლებისთვის რეკომენდაციებზე მუშაობს, დეტალები კი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

უკვე გარკვეულია, რომ სასწავლო წელი არ გახანგრძლივდება და შესაბამისად, სკოლებს დამატებითი დატვირთვა მოუწევთ ესგ-ს დასაძლევად.

რა იქნება ეს „დამატებითი დატვირთვა“ - შაბათს სწავლა თუ გაკვეთილების დამატება? - ამ კითხვას განათლების სამინისტროში ჯერჯერობით არ პასუხობენ, რეკომენდაციების შემუშავებამდე არასწორი ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ასე მოხდეს ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის შესრულება. სკოლები თავად გადაწყვეტენ, რის ხარჯზე შეასრულებენ ეროვნულ სასწავლო გეგმას. ასეთ შემთხვევაში კი პედაგოგებს სამუშაო საათები გაეზრდებათ. მაგრამ უცნობია, იქნება თუ არა ხელფასის ზრდა გაზრდილი სამუშაო დროის პირდაპირპროპორციული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203