გეზათის შემოდგომისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ
28-11-2017

გეზათის საჯარო სკოლაში პროექტი - „შემოდგომა და პოეზია“ განხორციელდა.

მასში აქტიურად იყვნენ ჩართულები I-VI კლასის მოსწავლეები, მშობლები, კლასის დამრიგებლები და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ირმა ჯიბლაძე, ზაირა რევაზიშვილი. პროექტს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლოლა ქურასბედიანი.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ნახატების გამოფენა: „შემოდგომის ფერები“. შეირჩა ქართველი პოეტების მურმან ლებანიძის, გალაკტიონ ტაბიძის, ნუნუ კერესელიძის, ლიდია მეგრელიძის, ვაჟა-ფშაველას და ლადო ასათიანის ლექსები.

დარბაზის ესთეტიკურ გაფორმებაზე იზრუნა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა სოფიო ჯიბლაძემ. საგანგებოდ იქნა მოწყობილი კუთხე, რომელიც დატვირთული იყო შემოდგომის ნობათით. უხვი შემოდგომის ინსცენირება წარმოადგინეს I-III კლასის მოსწავლეებმა: ლუკა ბარნაბიშვილმა, მარიამ შუბლაძემ, საბა ფირცხალავამ, გიორგი ჯიბლაძემ, ბექა გიგინეიშვილმა, ლევან კვახაჯელიძემ, საბა მალიშავამ და არჩილ ბოკერიამ (დამრიგებელი :ირმა ჯიბლაძე)

ხოლო შემოდგომის სურათი პოეზიის საშუალებით საინტერესოდ შემნეს II-IVკლასის მოსწავლეებმა ლაშა ბარნაბიშვილმა, ერეკლე და დემეტრე ბოკერიებმა, მარიამ და ნინო გეგეშიძეებმა, მარიამ შუბლაძემ, ნონა გოგავამ, ანი გაბუნიამ, ქრისტინე პაპავამ, მარიამ გოგავამ, გიორგი იარაჯულმა და გიგა შუბლაძემ. (დამრიგებლები: ზაირა რევაზიშვილი, ლოლა ქურასბედიანი)

პროექტში აქტიურად ჩაერთვნენ  სკოლასთან ოპტიმიზირებული გულუხეთის დაწყებითი სკოლის მოსწავლეები (დამრიგებელი: ჟ. მონიავა). მათ მხატვრულად წაიკითხეს თემის შესაბამისი ლექსები.

პროექტმა დაიმსახურა მაღალი შეფასება როგორც მშობლების, ასევე დირექციის მხრიდან.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203