გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ სომხეთში გამართულ სპორტულ შეჯიბრში საპრიზო ადგილი დაიკავა
28-11-2017

გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე გევორ ალვანჯიანმა სომხეთში გამართულ სპორტულ შეჯიბრში მეორე ადგილი დაიკავა.

შეჯიბრი კარატეში გაიმართა. 

მეორეკლასელი გევორ ალვანჯიანი მედლით, თასითა და სიგელით დააჯილდოვეს.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ისინი ამაყობენ თავიანთი მოსწავლით:

„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მოსწავლით. მას მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ.“

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203