მოსწავლეს სტატუსი 90-ის ნაცვლად, ზედიზედ 45 დღის გაცდენის შემდეგ უჩერდება - ცვლილება ძალაშია
13-04-2021

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, მოსწავლეს სტატუსი შეუწყდება თუ იგი ზედიზედ 90 დღის ნაცვლად, 45 სასწავლო დღის განმავლობაში არ გამოცხადდება სკოლაში ან არ ჩაერთვება დისტანციურ სწავლებაში.

მიხეილ ჩხენკელის ბრძანება უკვე ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში/არ მონაწილეობს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში და არ იღებს შეფასებას. 

აქამდე არსებული ბრძანებით, მოსწავლეს სტატუსი უჩერდებოდა იმ შემთხვევაში, თუ 90 სასწავლო დღის განმავლობაში არ გამოცხადდებოდა სკოლაში.

იხილეთ ასევე: ახალი ვალდებულებები კლასის დამრიგებელს და სკოლას - რა ხდება, როცა მოსწავლე გაკვეთილებს ზედიზედ 20 დღე აცდენს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203