მოხის საჯარო სკოლაში ლადო ასათიანის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
28-11-2017
მოხის საჯარო სკოლაში ლადო ასათიანის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიება, რომელშიც მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ქართულის მასწავლებელმა თემური ბერიძემ ჩაატარა. 

მათ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ლადო ასათიანის ბიოგრაფია, პოეტის ცხოვრების სხვადასხვა დეტალი გააცნეს. ასევე მხატვრულად წაიკითხეს მისი შემოქმედებიდან უკვდავი ლექსები. 

ღონისძიებას უფროსკლასელები და სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203