დახურული 9 საჯარო სკოლა და ორი საბავშვო ბაღი - ეპიდვითარება  აჭარაში საყურადღებოა
13-04-2021
აჭარაში კორონავირუსის გამო, 9 საჯარო სკოლა დაიხურა და 11 კლასი ონლაინ რეჟიმში აგრძელებს სწავლას.

აჭარის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რეგიონში შემთხვევების მატებაა. 

„გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 116 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. რეგიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში რაოდენობა 40-დან 60-მდე მერყეობდა და დღეს გადააჭარბა. ეს არის აშკარად მატება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მოსახლეობაში ვირუსი ცირკულირებს. რეკომენდაციების დაცვა უნდა მოხდეს დაწესებულებების მიხედვით, გამოხატული ეპიდაფეთქება ამ ეტაპზე არ გვაქვს. დღეისათვის 9 სკოლა დახურულია, აქედან 3 ბათუმში, ერთი ხელვაჩაურში და დანარჩენი ქობულეთის სკოლებია. ამასთან, ორი საბავშვო ბაღია დახურული და ონლაინ სწავლების რეჟიმზე 11 კლასია გადასული. კლასების და სკოლების ნაწილი ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდა მუშაობას",- განაცხადა ნონა ეფაძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203