სკოლები დაიხურა და მოსახლეობაში გაფართოებული ტესტირება ტარდება - კორონავირუსის ახალი კერა კახეთში
13-04-2021

კორონავირუსით ინფიცირების ზრდის გამო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გაფართოებული ტესტირება იგეგმება. ამასთან, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა ლაგოდეხის მესამე და სოფელ მაწიმის საჯარო სკოლები.

მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელება, სავარაუდოდ, დაკავშირებულია მრევლის „კლასტერთან“, საიდანაც უკვე 48 ადამიანი დაინფიცირდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, ინფიცირებულებს შორის არიან სასულიერო პირები, ბავშვები და პედაგოგები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203