სარგებლობენ თუ არა პრივილეგიით ის აბიტურიენტები, რომლებსაც სკოლა ოქროს ან ვერცხლის მედალზე აქვთ დამთავრებული? - აღნიშნულ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს.
მათი განმარტებით, ეროვნული გამოცდების დროს მნიშვნელობა არ აქვს აბიტურიენტს სკოლა მედალზე აქვს თუ არა დამთავრებული, თუმცა წარჩინებულ მოსწავლეს ჩარიცხვის შემდეგ, კონკრეტულმა უნივერსიტეტმა შეიძლებ მიანიჭოს პრივილეგია.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში განიხილება. ჩარიცხვის შემდეგ კი შეგიძლიათ გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლოთ, რადგან ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელს აქვს სტიპენდია გამოყოფილი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი პირებისათვის“, - აცხადებენ ცენტრში.
აღსანიშნავია, რომ გარკვეული უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლები მედალოსან მოსწავლეებს სთავაზობენ სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას ან სტიპენდიას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კი აბიტურიენტებმა თავად უმაღლესებიდან უნდა მიიღონ.