სენაკის N1 საჯარო სკოლაში საფეხმავლო მარშრუტების მარკირების სტანდარტის შესახებ გაკვეთილი ჩატარდა
29-11-2017

სენაკის N1 საჯარო სკოლაში საფეხმავლო მარშრუტების მარკირების სტანდარტის შესახებ გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილი მასწავლებელმა მამუკა კუჭავამ ჩაატარა.

გთავაზობთ გაკვეთილის გეგმას: 

მისალმების შემდეგ მასწავლებლებელი მამუკა კუჭავა მოსწავლეებს ეკითხება შეხვედრიან თუ არა სადმე საფეხმავლო ბილიკებზე რაიმე ნიშნებს და რა ნიშნებია ესენი (მაგალითად ყვითელი ისრები წარწერით, საღებავები ხეზე, ზოლები კლდეზე ან ქვაზე...)

·       თუ ჰგავს მარკირებული ნიშნები ერთმანეთს სხვადასხვა ადგილას და რატომ არის ისინი მსგავსი, რა მოხდება სხვადასხვა რომ იყოს?

·       მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს პრეზენტაციის სახით საფეხმავლო მარშრუტების მარკირების ერთიან ეროვნულ სტანდარტს და უკავშირებს წინა მსჯელობას.

·       მოსწავლეებს ურიგდებათ მარშრუტის მარკირების პროექტის მოსამზადებლად საჭირო ამობეჭდილი ცხრილები და ნიმუში   

·       მოსწავლეებს ეძლევათ დავალება სკოლის მიმდებარედ თემში პრაქტიკულად შეადგინონ სანიმუშო მარშრუტის მარკირების პროექტი;

·       მასწავლებელი ამოწმებს შესრულებული სამუშაოს სიზუსტეს, მოსწავლეებს აძლევს რეკომენდაციებს.

შეჯამება:

აღნიშნული აქტივობებიდან გამომდინარე მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ საფეხმავლო ტურისტული მარშრუტების მარკირების ერთიან სტანდარტს და მის მთავარ პრინციპებს. პრაქტიკულად შეადგინონ სანიმუშო მარშრუტის მარკირების პროექტი.

 იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203