„სკოლების დახურვა ამ ეტაპზე არ განიხილება“
15-04-2021

კორონავირუსით ინფიცირების მომატებული მაჩვენებელი, ლოკალური, წერტილოვანი შეზღუდვები, დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლები და ცალკეული კლასები... - ასეთია საგანმანათლებლო რეალობა დღეს და ბუნებრივია, ჩნდება კითხვები:

ხომ არ მიიღებენ სკოლების დახურვის გადაწყვეტილებას და იგეგმება თუ არა, მასწავლებლებთან ერთად, მოსწავლეების მასობრივი კოვიდტესტირება? - რომლებსაც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ნონა ეფაძე პასუხობს.

„გვაქვს საყურადღებო პერიოდი, რადგან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფიქსირდება შემთხვევების მატება. ეპიდსიტუაცია არის დაკვირვების ქვეშ და გადაწყვეტილებასაც შექმნილი ვითარების შესაბამისად მივიღებთ.

რაც შეეხება სკოლების დახურვას, დამოკიდებულია ძალიან ბევრ მაჩვენებელზე, თუმცა ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება“.

კითხვაზე, გახდება თუ არა მოსწავლეებისთვისაც სავალდებულო კოვიდტესტირება, ნონა ეფაძე პასუხობს, რომ „მოსწავლეების მასობრივი ტესტირება ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი; სამაგიეროდ, რადგან მასწავლებლები ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფია, ეს კატეგორია ალბათ დაემატება გეგმის მიხედვით ასაცრელ კონტინგენტს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203